მისი თქმით, წელს ახალ წელს განსხვავებულად უნდა შევხვდეთ და ჩვენი ღონისძიებები უფრო მოკრძალებული უნდა იყოს,:
"ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით, როგორც სახელმწიფომ ასევე მოქალაქეებმა, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალწელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენ შეიძლება ასე ჩვეულ დიდ წვეულებებს, საახალწლო წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წლს განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის, თუ როგორ გავართმევთ ჩვენ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს", - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






