"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში - ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ პარლამენტში შემოსვლა - კობახიძე ოპოზიციაზე
პოლიტიკა - 22:45, 16 Dec, 2020     1314

"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მათზე ჭკვიანი , რომ იყოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ.

"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ ვიქნებოდით ოპოზიციაში. სწორედ იმის გამო, რომ არ ჰყოფნის ინტელექტი მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია.

რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში. სამადაშვილის ცნობილი შეფასებები გახსოვთ, აქეთ არის მომავალი, პერსპექტივა, სინათლე, იქით არის წარსული, სიბნელე. საინტერესო შეფასებები ჰქონდა და ყველაფერში ვეთანხმებით. ეს არის კონტრასტი და თვითონაც აცნობიერებენ, ამიტომ უჭირთ მათ პარლამენტში შემოსვლა, არ უნდათ ეს კონტრასტი თვალნათელი იყოს საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე სიტუაციას.

სამადაშვილს რაც შეეხება, ის გარეთ სხვა რამეს საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ სხვა რამეს ფიქრობდა. გვეძახდა, რომ ვიყავით პრორუსული, ჩამორჩენილი, რეგრესული და სინამდვილეში გაირკვა, რომ ფიქრობდა სულ სხვა რამეს, რომ არც პრორუსული ვართ, დასავლეთისკენ მივდივართ, ახალი სახეები გვყავს, ცივილიზებული პოლიტიკური პარტია ვართ და .ა.შ.

რაც შეხება ვაშაძეს, განცხადება გააკეთა, გაემიჯნა. გამიჯნვას რაც შეეხება, საინტერესო რა არის, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ეს ოპოზიცია იყო დასუსტებელი, დასაშლელი და ა.შ. რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მიგვეყვანა, ეს საქმე ახლა თვითონ მიჰყავთ. ბოკერიამ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ქართულ დემოკრატიას, ასევე სააკაშვილმა და გვარამიამ, ისინი შლიან თანდათანობით ამ რადიკალურ და მარგინალურ ოპოზიციას, ჯერ „ევროპული საქართველო“ ჩამოანგრია თვითონ, საკუთარი პარტია, მერე „გირჩი“ დაშალეს, ახლა „ნაცმოძრაობა“ დაშალეს“, - განაცხადა კობახიძემ გადაცემაში "360 გრადუსი".

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც აცხდებს, ის საქართველოში რომ ყოფილიყო, "ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ, 50%-ს აიღებდა.

აღნიშნულს კობახიძემ ასე უპასუხა - „იოცნებოს მაგაზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42