ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის, უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის, შიმშილობისა და პანდემიის ფონზე მერიამ პიარში 11.5 მილიონი ლარი დახარჯა - "ფლანგვის დეტექტორი" მერიის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.
"2020 წლის 9 თვის განმავლობაში სააგენტომ უკვე დახარჯა 2,025,000 ლარი. ამ პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელის facebook საშუალებით მოხდა მოსახლეობის ინფორმირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ რაშიც 51,900 ლარი დაიხარჯა. 36,000 ლარი დაიხარჯა მერიისა შესახებ მედიასაშუალებებით გასული ინფორმაციის მონიტორინგში, ხოლო სხვა საინფორმაციო ხასიათის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმან 672,800 ლარი შეადგინა.
2019 წელს მერიამ სოციალურ ქსელ facebook საშუალებით ინფორმაციის გასავრცელებლად 235,900 ლარი დახარჯა, სხვა საინფორმაციო ხასიათის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებმა კი 2,001,000 ლარი შეადგინა. 165,900 ლარი დაიხარჯა საინფორმაციო ბანერ-კონსტრუქციების, საოფისე ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, ფოტოაპარატი და ფოტოაპარატის სხვადასხვა სახის ნაწილების შესაძენად, ხოლო 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საკომუნიკაციო კამპანიისათვის 92,300 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
2018 წელს კი 2,352,700 ათასი ლარი დაიხარჯა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და რაიონის გამგეობების დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო კამპანიაში. მათ შორის დამზადდა საინფორმაციო მასალები და ვიდეორგოლები, რეკლამა განთავსდა მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელებში" ,- ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






