"ქართული ოცნება" პრინციპულად არ განიხილავს პატიმრების საკითხს და კანონს არცერთი მუხლი არ დაემატება" - კობახიძე
პოლიტიკა - 22:20, 16 Dec, 2020     1020

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცახდებს, რომ ამინისტიის შესახებ კანონი არ შეეხება არც ერთს იმ პატიმრებიდან, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს და მათ გათავისუფლებას ითხოვს.

მისი თქმით, განხილვების ეტაპზე აღნიშნულ კანონს არც ერთი მუხლი აღარ დაემატება და "ქართული ოცნება" პრინციპულად არ განიხილავს პატიმრების საკითხს.

"ამნისტიას რაც შეეხება, ეს კავშირში არ არის მოლაპარაკებებთან გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ დაყენებული 5 პატიმრის საკითხი და უწოდებენ მათ პოლიტპატიმრებს. აქედან ორი გათავისუფლებულია გირაოს ქვეშ. რაც შეეხება ზოგადად ხუთივეს, არც ერთ მათგანს ამნისტია არ ეხება. აქედან გამომდინარე კავშირში არ არის. ამნისტია არცერთს არ ეხება მუხლობრივად. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, თითოეული მუხლი იყო პრინციპულად გავლილი და არც ერთი მუხლი ამ ამნისტიის კანონს არ დაემატება.

ჩვენ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, პრინციპულად არ განვიხილავთ ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ პირველი- საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მეორე- საინტერესო იყო კიდევ, რომ თვითონ დააყენეს ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან და მერე თვითონ გამოვიდნენ და მათივე დაყენებული ინიციატივის გამო, ელჩებს გვარამიამ ტყვეებით მოვაჭრეები უწოდა. შენ თვითონ რომ აყენებ ამ საკითხს და მერე ტყვეებით ვაჭრობას რომ უწოდებ იმას, რაც იქ განიხილება, ეს უკვე გასაგებია“, - განაცხადა კობახიძემ გადაცემაში "360 გრადუსი".

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42