ელჩებზე თავდასხმა უაზრობაა , თუმცა მოწამეობრივ ფიგურაზე ღადაობას არ მოვითმენთ- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:51, 16 Dec, 2020     1360

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკის ელჩზე ან ნებისმიერ სხვა ელჩზე თავდასხმა უაზრობაა. სააკაშვილის შეფასებით, იავანიშვილმა ქვეყანა "გააპუსტიაკა" .

"ამერიკის ელჩზე ან ნებისმიერ სხვა ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიმაჩნია, იმ გაგებით, რომ ისინი არიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის მაწარმოებლები. ჩვენი ქვეყანა იმდენად "გააპუსტიაკა" ივანიშვილმა, რომ იმდენად ქვემოთ დაწია, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვანი, მე შემეძლო ნებისმიერ დროს ამეღო ყურმილი, დამერეკა პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან და მარტო ჩვენს საკითხებზე კი არ ვრეკავდი, უკრაინის, ბელარუსის, შუა აზიის და კუბის საკითხებზეც კი.

ახლა ჩვენ ვმსჯელობთ საელჩოს რომელიმე განყოფილების მოადგილემ რა თქვა იმიტომ, რომ იმის ზემოთ ვეღარ ავდივართ. ჩვენ დაგვწიეს ამ დონეზე. ამიტომ ჩვენ უცხოელებში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა იმაში, რომ საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებზე რეაგირებას, პრაქტიკულად, კელი დეგნანმა რაც თქვა, ყველაფერი სწორად თქვა, რომ იყო ხმების მოსყიდვა, იყო დაშინება. ყველაფერი თქვა ამ ქალმა. თუ ჩვენ თვითონ არ ვმობილიზდებით, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცა მოვიდეს და ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები? ეს არ მოხდება.

რაც შეეხება გერმანიის ელჩს, გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილი საქართველოს ისტორიულ პერსონებზე ლაპარაკისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს, თავის ისტორიასთან მიმართებით, არ მგონია, რომ მისი გასარჩევი იყოს სარკასტულ ტონში მოწამეობრივი ფიგურა და დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არ გაეყიდა.

ასეთ საკითხებზე თამაშს და "ღადაობას" ჩვენ არ მოვითმენთ და ამას უნდა ამბობდეს არა მხოლოდ ოპოზიცია, ან ყოფილი პრეზიდენტი, ამას უნდა ამბობდეს ჩვეულებრივად მთავრობაც. ამაზე საუბარი ნორმალურია. ჩვენ არავისი ვალი არ გვაქვს, ნამდვილად. ჩვენ ვართ თანასწორი წევრი ევროპული თანამეგობრობის", - განაცხად სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42