"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ანრი ოხანაშვილის მოწოდებას, რომლის თანახმადაც ოპოზიცია უშუალოდ ჩაერთოს ამნისტიის პროექტის განხილვაში პასუხობს: “ანრიმ თუ მოგვიწოდა, თავით შევვარდებით“.
მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ისევ ჩიხშია და არაფერი შეცვლილა.
„ანრიმ თუ მოგვიწოდა, შევვარდებით თავით. ამ წუთის მდგომარეობით, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ჯერჯერობით ჩიხია, ისევე როგორც ჩიხია ვადამდელ არჩევნებთან და პლებისციტთან მიმართებაში და არანაირი ალტერნატიული ვერსია არ დევს. ერთადერთი პუნქტი, რომელზეც „ოცნება“ მოდიოდა ბოლო მოლაპარაკების მაგიდაზე, იყო საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის და ეგეთი რაღაცების ცვლილება. საარჩევნო სისტემასთან მიმართებითაც კი, რაც ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია იყო, იმაზეც არ მოდიოდნენ. ამიტომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ჩემთვის და არც არავისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემაში "360 გრადუსი".
"ამნისტიის შესახებ“ კანონის ინიცირებას, ჯაფარიძის შეფასებით, ეს ცუდი არ არის, „რადგან უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში“.
მასალის გამოყენების პირობები






