ტიკარაძე გუნდში არსებულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს. მისი თქმით, ვიღაცებს არ აწყობთ მისი ყოფნა მინისტრის თანამდებობაზე და მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა სურთ.
კითხვაზე: არის თუ არა მის წინააღმდეგ მიმდინარე "კამპანია" იმის ბრალი, რომ სახელისუფლებო გუნდის კონკრეტულ წარმომადგენლებმა მისი "წარმატება ვერ აიტანეს", ტიკარაძე პასუხობს:
"არც ჟურნალისტური გამოძიება გამიკეთებია და არც პირადი გამოძიება ჩამიტარებია, ამასთან დაკავშირებით, გუნდში მოხდა ეს ვერ ატანა თუ არა, მაგრამ, ნუ, ფაქტი არის და ეს განცდა ნამდვილად მაქვს, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ თვითონ იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომელიც უკვე გადადგმულია, მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა და ეს გადაკვეთა ნამდვილად მოხდა.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ამაში გარკვეული სიმართლე, რომ არის ხალხი, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც თავისი კომპეტენციებით თავს ვერ ართმევს იმ ვალდებულებას, რომელიც მას დღეს აკისრია", - აცხადებს ტიკარაძე ”რადიო იმედში“.
კითხვაზე: არიან თუ არა სახელისუფლებო გუნდის ეს წარმომადგენლები მაღალი თანამდებობის პირები ტიკარაძე პასუხობს:
"შეიძლება არც იყვნენ ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნესინტერესები აქვთ", - ამბობს ტიკარაძე.
ცნობისთვის, მმართველ პარტიაში არსებულ მძიმე დაპირისპირებაზე "ნიუპოსტი" ადრეც წერდა.
წყარო ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე წყობიდან გამოსულმა პრემიერმა გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრს ბოთლი ესროლა.
"ნიუპოსტის" მიერ მოპოვებული, სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პრემიერი ჯანდაცვის მინისტ ეკა ტიკარაძეს დაუპირისპირდა და წყლის ბოთლი ესროლა.
ამასთან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მთავრობაში, ეპიდემიოლოგებსა და საექსპერტო წრეებში დღითი-დღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით უკმაყოფილოა.
მინისტრს უთანხმოება აქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთანაც.
მეტიც, ტიკარაძე გამყრელიძის წერილებს არც კი პასუხობს. ჩვენი წყარო ყვება, რომ გაბრაზებულმა გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს დატოვაბაც კი გადაწყვიტა. ამ შემთხვევაში საქმეში პირადად გახარია ჩაერთო და გამყრელიძეს წასვლა გადააფიქრებინა.
გამყრელიძე არ მალავს, რომ ჯანდაცვის სისტემა და ჰოსპიტალური სექტორი გამოწვევებს ვერ პასუხოსბს.
რაც შეეხება მინისტრის უდიპლომობას - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო განათლება ნავთლუღში ტრიკოტაჟის ქარხნის შენობაში მიიღო.
მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელმაც ტიკარაძეს დიპლომი მისცა, გაყალბებული დიპლომების საქმეზე იძებნება.
მასალის გამოყენების პირობები






