ეს ქვეყანა ჩალითაც აღარ არის დახურული, საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით - დახურონ! სტრასბურგში გავასაჩივრებ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
პოლიტიკა - 20:22, 16 Dec, 2020     1032

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მას პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე უთხრეს, რომ მისი შვილის საქმე დაიხურება.

თამაზაშვილმა განმარტა, რომ თამარ ბაჩალიშვილის საქმეს თვითმკვლელობის მუხლით დახურავენ.

„დახურვა უნდათ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩალითაც აღარ არის დახურული, ქვეყანა აღარ ჰქვია ამას. სტილისტი დაკითხეს და დასკვნა გააკეთეს, თურმე თავი მოუკლავს. ვინ იყო მეგობარი, რომელიც ბოდიშებს უხდიდა, თამუნა ვერ დაგეხმარეო, ვერ დაადგინეს. ექსპერტიზის უაზრო დასკვნებია, თურმე, ბუზს გადააქვს სისხლი ფეხსაცმელზე, ასეთი რაღაც თუ გაგიგიათ?

საქმის დახურვა უნდა თვითმკვლელობის მუხლით, 6 თვე იმას იკვლევდნენ, ჩემმა შვილმა თავი მართლა მოიკლა თუ არა... გაგვესაუბრნენ, რომ ეს საქმე უნდა დავასრულოთო. მინისტრი რომ გამოვიდა პირველ დღეს და თქვა, თვითმკვლელობააო, იგივე გაიმეორეს ახლაც. 6 თვე თურმე, სტილისტების და ქუჩაში გამვლელების დაკითხვას მოუნდნენ, თამუნას მანქანა დაინახეთ თუ არაო და 30 ტომი შეკრიბეს. არჩევნებს ელოდებოდნენ, იმიტომ წელავდნენ, ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე, შეიძლება მაგათთვის ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ ზუსტად მოლეკულა ხლიჩავს ატომს. დახურონ, სტარსბურგში გავასაჩივრებ, კერძო დეტექტივის ჩამოყვანაც რომ დამჭირდეს, მათ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს დავამტკიცებ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42