"მზად ვარ აფრიკის დასახლებაში, ნგრევისას დაკავებულ ახალგაზრდას ჩავუდგე თავდებში" - ლევან ხაბეიშვილი
პოლიტიკა - 19:54, 16 Dec, 2020     1006

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სამგორში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს თავდებში დაუდგეს აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევისას პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაკავებულ ახალგაზრდას, ვანო ფოცხვერაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ფოცხვერაშვილი ერთადერთია, ვინც 12 დაკავებულიდან ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

ხაბეიშვილი საზოგადოების სხვა წევრებსაც მოუწოდებს თავდებობისკენ, ასევე ფოცხვერაშვილს უფასო იურიდიულ მომსახურეობას სთავაზობს.

"პატიმრობაშია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იცავდა, მათ შორის ორსულ ქალბატონს, ფეხით რომ შედგნენ, მე ლევან ხაბეიშვილი, პირადად მზად ვარ, ჩავუდგე თავდებში და სასამართლოზე მისი უფლებადამცველი დამიძახებს თუ არა, გამოვცხადდე, იმიტომ რომ ეს უდანაშაულო ადამიანი, იმიტომ რომ იცავდა ორსულ ქალბატონს, იმიტომ რომ იცავდა ადგილობრივებს, პატარა ბავშვებს, რომელთაც უმოწყალოდ იმეტებდა პოლიცია, გათავისუფლდეს, უპირობოდ.

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრსაც, დედაქალაქის მერსაც, რომ უზრუნველყოს ამ ბავშვის, ამ ახალგაზრდა ბიჭის თავისუფლება. ყველას მოვუწოდებ ჩაუდგნენ თავდებში ამ ახალგაზრდას, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

მე ასევე შევთავაზე მათ იურისტის, ადვოკატის მომსახურეობა, ამ ბავშვის ოჯახს აქედანვე მინდა შევუთვალო, რომ მზად ვარ უფასოდ მოემსახუროს ადვოკატი, ჩავუდგე თავდებში და ყველამ ერთად ეს ახალგზრდა ბიჭი დავიხსნათ ტყვეობისგან." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო ფოცხვერაშვილი გუშინ დემონტაჟის დროს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42