ქველმოქმედური პიარი დანაშაულის გადასაფარად - ასე შეაფასა ოპოზიციამ, ფრიკის დასახლებაში სახლების დანგრევის შემდეგ. თბილისის მერის მიერ მამა-შვილისთის ბინის ჩუქება.
ეს არის ჩვეულებრივი პიარსვლა კალაძის მხრიდან - მბობს ელენე ხოშრარია.
ოპოზიციის განმარტებით, ქვეყნაში იმ მამა–შვილის მსგავსად, რომელთაც კალაძემ ბინა აჩუქა, უსახლკარობის პრობლემა ათასობით სხვა ოჯახს აქვს. ხოშტარიას თქმით, არავინ იცის, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, ვისი ფოტოებიც მამა-შვილის მსგანსად არ გავრცელებულა.
"კახი კალაძის მხრიდან, ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი პიარსვლა, მან ნახა, რომ საზოგადოების გულებზე გაიარა ამ ფოტომ და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს მისცეს სახლი. იმ ადამიანებს რა ეშველებათ ვისი ფოტოებიც ასე არ მოხვდა და ასეთი აჟიოტაჟი არ გამოიწვია. კალაძემ, რომელმაც ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგა, გუშინ კორონა პანდემიის პირობებში, ახალი წლის მოლოდინში ადამიანები დაყარა ღია ცის ქვეშ და გადაწყვიტა, რომ ამ ერთი ბინით გამოისყიდოს თავისი დანაშაული", –ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.
"კალაძე პიარიდან პიარამდე ცხოვრობს, ის მიხვდა, რომ ძალიან მძიმედ დატრიალდა ეს ყველაფერი, მხოლოდ პიარის კუთხით შეხედა ამ ყველაფერს და მოინდომა, რომ ქველმოქმედური პიარით გადაეფარა დანაშაული. ათასეულობით ასეთი ოჯახი არის ანალოგიური პრობლემებით ",– ამბობს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.
ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ გუშინ, აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევა, ხელისუფლებისგან ძალის დემონსტრირება იყო.
"გუშინ რა კადრებსაც ვუყურეთ და ამ საზარელ ვითარებას, ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება არ ზრუნავს ადამიანზე და მისი მთავარი ფასეულობა არ არის ადამიანი. რაც არ უნდა უკანონო მიწები იყოს ასეთ ვითარებაში, პანდემიის დროს ზამთარში ასეთი ტიპის მოპყრობა, ძალის ჩვენებაა" , – ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
მასალის გამოყენების პირობები






