თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს აფრიკის დასახლებაში დანგრეული სახლების მფლობელების ქონება აღწერა და განაცხადა, რომ ისინი ფლობენ სხვა ქონებასაც და ქუჩაში არ დარჩენილან. ამის საპასუხოდ თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ, ნოდარ ბარდაძემ განმარტა, რომ ის არანაირ ქონებას არ ფლობს და კალაძემ მისი მამის ქონება აღნიშნა, რომელმაც 5 წლის ასაკში მიატოვა.
"კალაძემ დღეს რომ ჩამოთვალა ვითომ და რამე ქონება მაქვს ესე არ არის. მამაჩემის ქონებაა აღნიშნული რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა და მას მერე შეხებაც არ მაქვს და მეორე რაზეც თქვა დედაჩემს ჰქონდა 1 თვე კაფე-ბარი რომელიც მალევე დახურა და მაგ ქონებაზე მელაპარაკება?! მე არანაირი ქონება არ მაქვს", — ამბობს ნოდარ ბარდაძე.
ცნობისთვის, თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ აფრიკის დასახლების მკვიდრებს რეგიონებში სხვა ქონება აქვთ, მან ქონების მისამართებით ჩამოთვალა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






