"სახლი ყველას, სოლიდარობა აფრიკის დასახელებას " - აქცია მერიასთან
პოლიტიკა - 18:30, 16 Dec, 2020     876

დედაქალაქის მერიასთან ამ წუთებში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე აქტივისტების გარდა, იმყოფებიან აფრიკის დასახლების ის მცხოვრებლები, რომლებსაც გუშინ ბულდოზერებით სახლები დაუნგრიეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე პლაკატები აქვთ მოტანილი წარწერებით : "სოლიდარობა აფრიკის დასახლებას" ,"სახლი ყველას" , "თავისუფლება ვანო ფოცხვერაშვილს".

აქტვისტები ითხოვენ ვანო ფოცხვერაშვილის გათავისუფლებას, რომელიც გუშინ დემონტაჟის დროს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია, ასევე ითხოვენ დაუკანონონ ის ტერიტორიები, სადაც უკვე წლების მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

აქციაზე იმყოფება "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, მათ აქვს ოთხი მოთხოვნა:

"თუკი სახელმწიფო შეიძლებ 1 ლარად ჩუქნიდეს ივანიშვილს ქონებას, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანებს ჩუქნიდნენ სიმბოლურ ფასად? მითუმეტეს როცა მათ სხვა საკუთრება არ აქვთ. ასევე ვითხოვთ, ვისაც დაუნგრიეს აღუდგინონ და დაკავებული გაათავისუფლონ. ასევე მეოთხე მოთხოვნა - ვინც ვერ მოახერხა და ვერ ააშენა ბინა, მათ დაუფინანსონ და საახალწლო კონცერტების ნაცვლად, ბიუჯეტდან დამატებით 1000 ბინის მშენებლობა იყოს დაფინანსებული - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

დედაქალაქის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მერიიდან არავინ გამოსულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42