კალაძე პოლიტიკური პროდიუსერების ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი გახდა - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 18:16, 16 Dec, 2020     1058

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენებს, სადაც თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა აფასებს და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერი "ორკესტრირებული შეტევის" მსხვერპლი გახდა.

„ჩვენ ვნახეთ კახა კალაძეზე ორკესტრირებული შეტევა, რომელიც ცალსახად იყო მართული პოლიტიკური პროდიუსერების, ოპოზიციის მიერ მართული მედიის და იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს სუბიექტური ინტერესები ამ პროცესში”, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კახა კალაძეს და მის ოჯახს საქველმოქმედო ფონდი აქვს, რომლითაც შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან.

თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ის სამშენებლო პროექტები ჩამოთვალა, რომელიც მისივე თქმით კახა კალაძის მერობის შემდეგ განახლდა. საუბარია "ოლიმპიური ვარსკვლავის", "სვეტისა" და "ცენტრ პოინტის" შეჩერებულ მშენებლობებზე.

„სწორედ კახა კალაძის ხელმძღვანელობით მოხდა იმ პროექტების აღდგენა. შეგახსენებთ, ეს არის „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „სვეტის“ კომპლექსი, დაწყებულია მუშაობა „ცენტრ-პოინტზე“, სადაც ათასობით ოჯახს აღუდგა საკუთრების უფლება. ეს ადამიანები ბრუნდებიან ბინებში,რომელიც წლების განმავლობაში უიმედოდ იყო დაკარგული. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ თბილისის მერს კახა კალაძიეს და მის ოჯახს წლებია აქვს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეხმარება სწორედ ისეთ შეჭირვებულ ადამიანებს, ვისი სურათითაც გუშინ ამ ადამიანებს არგუმენტები მოჰყავდათ. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ თბილისში უკანონო და თვითნებური განაშენებიანების დაშვება დედაქალაქის განვითარების პერსპექტივას კლავს“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42