ოცნება ოპოზიციასთან ტყვეებით ვჭრობას იწყებს? - "მოვუწოდებთ შემობრძანდნენ პარლამენტში და ჩაერთონ ამნისტიის პროექტის განხილვაში, დააყენონ კონკრეტული საკითხები"
პოლიტიკა - 16:58, 16 Dec, 2020     988
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს მიმართავს: "მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის პროექტის განხილვაში".

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა დააყენონ კონკრეტული საკითხები, რაც შესაძლებელია განხილვების დროს გათვალისწინებული იყოს და ასახული.

„ამნისტია არის ჰუმანური აქტი და არ შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, ისეთი კატეგორიის დანაშაულებს, რომლებიც არის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე და არ შეეხება არც ოჯახურ დანაშაულებს, არც მკვლელობას, არც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და საზოგადოებისთვის საშიშროების შემცველ დანაშაულებს. ეს შეეხება არაძალადობრივ ქმედებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის პროექტის განხილვაში. თუკი სადმე რაიმე შემოთავაზება ექნებათ კიდევ უფრო საინტერესო, თუკი სადმე ისინი ხედავენ რაიმე პრობლემას, კარი ღიაა, მობრძანდნენ და დააფიქსირონ.

ოპოზიციას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ორ მნიშვნელოვან საკითხში, საგარეო კურსთან დაკავშირებულ დოკუმენტის განხილვაში, თუ ისინი ნამდვილად პროდასავლელები არიან შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ წვლილი ამ დოკუმენტის დადგენილებად ქცევაში, ასევე მათ აქვთ სრული შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური აქტის განხორციელებაში, შემოგვთავაზონ ინიციატივები, დააყენონ კონკრეტული საკითხები, რაც შესაძლებელია განხილვების დროს გათვალისწინებული იყოს და ასახული. მათ აქვთ უპრეცედენტო შესაძლებლობა, მიიღონ ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და დასვან საკითხები - რა სურთ, სად აქვთ კითხვები,"- განაცხადა ოხანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42