ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ნაკლებად მოსალოდნელია" ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გიორგი რურუას შეეხოს.
"პოლიტპატიმრის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია ეს შეეხოს იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას", - თქვა სარჯველაძემ.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონპროექტში, ასევე არაფერია ნათქვამი იმ მუხლზეც, რომლის მიხედვითაც დაკავებულები არიან კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ასეულობით პატიმრის განთავისუფლებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






