ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო - სერგეენკო აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევაზე
პოლიტიკა - 16:11, 16 Dec, 2020     1039
პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს თქმით, მისთვისაც მძიმე საყურებელი იყო გუშინ აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი, რომელსაც მოსახლეობის პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. მისი შეფასებით, მომხდარი ფაქტი იძულებითი ნაბიჯები იყო:

„რა თქმა უნდა, ყოველთვის მძიმე საყურებელია კადრები, როდესაც ძალის გამოყენებით ხდება ნაგებობების დანგრევა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯები. ალბათ ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები, რომლებიც სავარაუდოდ, უშედეგოდ დამთავრდა და რამდენადაც ვადევნებდი თვალყურს, სავარაუდოდ, შენობებში, რომელთა დემონტაჟიც მოხდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები, არ იყო ჯერ დასრულებული. რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ ოჯახს დაეხმარა ქალაქის მერი, ასეთი პიროვნული დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა ქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, მერია დაეხმარება. აღსრულება ყოველთვის მძიმეა და ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო ეს, თუმცა როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი. მე გამიჭირდება, რომ ასეთი ქმედებები მოვიწონო, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მძიმე ტექნიკა გაგზავნა, რათა დაუკანონებელ მიწაზე აშენებული სახლების დემონტაჟი მოეხდინა. ფაქტს მოსახლეობასა და სამათალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ორსულმა ქალმა სხეულის დაზიანებები მიიღო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42