სასწრაფოს ექიმი საზოგადოებას მიმართავს: გამოგვიძახეს ბავშვთან, რომელსაც პიროტექნიკა აუფეთქდა, მივდივართ, წამებს ვითვლით და ჯერ კილომეტრიანი საცობი შეგვხვდა
საზოგადოება - 16:32, 16 Dec, 2020     19276

ექიმი, ფიქრია შიომღვდლიშვილი საზოგადოებას სთხოვს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს გზა აუცილებლად დაუთმონ, რადგან პაციენტის გადასარჩენად თითოეული წამი მნიშვნელოვანია.

ექიმი ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს, რა დროსაც სასწრაფოს ბრიგადას პაციენტამდე მისაღწევად არაერთი ხელოვნური ბარიერის გადალახვა მოუწია.

„ერთი შემთხვევა მინდა დავწერო და რატომ, მიხვდებით… გამოგვიძახეს ბავშვთან, რომელსაც პიროტექნიკა აუფეთქდა ხელში.

მივდივართ, წამებს ვითვლით რომ დროული რეაგირება მოვახდინოთ. ჯერ „გემრიელი“ კილომეტრიანი საცობი გვხვდება, ხმოვან ჩაძახილზე და სირენაზე გულგრილი რეაქციებით, შემდგომ მივადექით კორპუსს, რომლის გავლით უნდა მივიდეთ პაციენტთან.

კორპუსის წინ, სადარბაზოსთან მოქალაქე ცდილობს ფარეხში შეაყენოს ავტომობილი, მაგრამ მანამდე საბარგულიდან იღებს სურსათს მისი მეუღლე. ვუხსნით, რომ ძალიან გვეჩქარება, ვუსიგნალებთ, პასუხად ვიღებთ ისევ სრულ იგნორს, არც გატოკდნენ, სანამ ბოლომდე არ ამოცალეს მანქანა.(ალბათ ფიქრობდნენ, რა უჭირს, ესენი სულ ასე სირენებით დარბიანო…)

ამდენი ხელოვნური ბარიერის დაძლევის შემდეგ მივაღწიეთ გამოძახების ადგილას, მოვათავსეთ პაციენტი მანქანაში კლინიკაში გადასაყვანად, გზად ბავშვის დედამ შეგვაჩერა, რათა ბინის გასაღები მიეწოდებინა ოჯახის წევრად შეფასებულ მეზობლისთვის, ხოდა არც მეტი, არც ნაკლები, ეს მეზობლები სწორედ ის მძღოლი და მისი მეუღლე აღმოჩნდნენ, რომლებიც დიდი სიმშვიდითა და გულგრილობით იდგნენ გზაზე ჩახერგილები მანამ, სანამ საქმე არ მოილიეს.

კარის მეზობლის ბავშვი პაციენტის ამპლუაში რომ დაინახეს, აი მაშინ შეიცხადეს და გამოხატეს აღმატებული რეაქციები, თან არსებითად მნიშვნელოვანი ჭკუის დარიგება მოგვაყოლეს საგზლად „კარგად მიხედეთო“
ეს ამბავი თქვენამდე მხოლოდ იმ მიზნით მოვიტანე, რომ ყოველთვის შეეცადოთ გზა დაუთმოთ სასწრაფოს, არავინ იცის ვისთან მივდივართ იმ წუთას, რის გამო გთხოვთ გზის დათმობას, რატომ ვრთავთ სირენას, რომელზეც ჩხუბობთ „ამათ რა გული გააწყალესო“…

პ.ს. მოარიდეთ ბავშვები პიროტექნიკას! ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეებს გისურვებთ“, - წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42