ყოველდღე მკაცრდება სადამსჯელო ოპერაციები ხალხის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მეგობრებისთვის ყველაფერი „მოსულა“ - ასე ეხმაურება "ტრიბუნას დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე აფრიკის დასახლებაში, მერიის მიერ სახლების დემონტაჟის ფაქტს.
"დღეს დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება- კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის!
ახლოს ვერ მივა თითო ლარად დარიგებულ იმ ათეულობით ათას ჰექტართან, რომელიც პრივილეგირებული კასტას გადასცეს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას,
იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ამიტომ ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.
შესაბამისად სახეზეა ქვეყნის მართვის ფაშისტური მოდელი:
ყოველდღე მკაცრდება სადამსჯელო ოპერაციები ხალხის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მეგობრებისთვის ყველაფერი „მოსულა“..." - წერს ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






