დახურული შეხვედრა სასტუმრო რედისონში - აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ
პოლიტიკა - 20:12, 15 Dec, 2020     1749

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.

ელჩებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რომ თუ მხარეებს შეხვედრა სურთ, ისინი დახმარებისთვის მზად არიან.

"თუ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეხვედრის სურვილი გადაწყვეტილების მისაღებად, შეერთებული შტატები მზად არის, ნებისმიერი სახით გაუწიოს მათ დახმარება. ქართველებმა იციან, რომ საქართველოსთვის შეერთებულ შტატებზე უფრო ძლიერი მეგობარი და ერთგული პარტნიორი არავინაა.

პარტიებს შორის მოლაპარაკებები იყო იმის დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ლიდერები დაინტერესებულები არიან, ერთად დაძლიონ სერიოზული განსხვავებები და პოზიტიური ისიც, რომ ამისთვის ისინი დემოკრატიულ გზას იყენებენ", - თქვა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, არის თუ არა შესაძლებელი მოლაპარაკებებში წინ წაწევა.

"ჩვენ კვლავ ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან, რა შეიძლება გაკეთდეს ფართო შეთანხმების მისაღწევად. ვისურვებდი, მაგრამ ვნახავთ, არის თუ არა შესაძლებობა მორიგი რაუნდისთვის. ყველა მხარე უნდა დაჯდეს და იფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად და შეთანხმების მისაღწევად", - აღნიშნა ელჩმა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა V რაუნდის ჩატარების თარიღი უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42