"ახლა რაც არ უნდა „აპრავონ“ სხვადასხვა მიმართულებით, რომ თურმე იქ შეეშალათ, შეცდნენ, არ შეცდნენ, არ „პრავდება“ ეს, რომ PVT გაყალბდა. ეს არის რაღაც რისი გამართლებაც შეუძლებელია"- თქვა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში თავის მართლება შეუძლებელია.
„ძალიან სენსიტიური საკითხია, ამ ქვეყანაში, ვერავინ წარმოიდგენდა, ამდენწლიანი, ძალიან პოზიტიური გამოცდილების შემდეგ, რომ ამერიკული და ევროპული ფულით დაფინანსებული რომელიმე ორგანიზაცია ან მისი რომელიმე წარმომადგენელი ან სხვა ჩაერეოდა, გაბედავდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები გაეყალბებინა.
ჯერ ხომ გააყალბა ვიღაცამ და მოიფიქრა, შემდეგ ისე ცუდად და სპონტანურად იყო გაკეთებული, ნაჩქარევ ფორმატში დაუშვეს შეცდომა. თვენახევრის მერე აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მე ამას შეცდომას ვერ დავარქმევ. როცა გინდა ქვეყნის აყირავება და პარალელური დათვლის მონაცემებს საზოგადოებას 2.5.%-იანი განსხვავებით სთავაზობ, სხვას რეალობისგან, ეს არ არის შეცდომა", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ISFED-ში ამბობენ, რომ ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. მათი თქმით, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.
ცნობილია ისიც, რომ "ქართული ოცნების" წევრები ISFED-ს შეხვდნენ და ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები განიხილეს. ივანიშვილის გუნდმა ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






