"არასწორია, როცა შეცდომას აბრალებ პროგრამისტს თუ "აიტიშნიკს"... ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები ან კომპეტენციის პრობლემაა, ან კიდევ მანიპულაციის" - კობახიძე ISFED-ზე
პოლიტიკა - 16:31, 15 Dec, 2020     846
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მმართვალი პარტიის სპიკერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი თანამშრომელს "აბრალებს" შეცდომას.

კობახიძე ამ კომენტარით, ელენე ნიჟარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ხმების პარალელური დათვლის ფორმულაში შეცდომა ორგანიზაციის მიერ დროებით დაქირავებულმა თანამშრომელმა დაუშვა.

"როდესაც პასუხისმგებელი ხარ, იქ როცა აბრალებ პროგრამისტს თუ "აიტიშნიკს" ამ შეცდომის დაშვებას, ეს არასწორია. თუ ხარ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შენი ვალია ელემენტარული არითმეტიკული გადაანგარიშებით გადაამოწმო რამდენად იყო იქ შეცდომა გაპარული. ამას როცა არ აკეთებ, იქ, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები ორი სხვადასხვა მიმართულებით ან კომპეტენციის პრობლემაა, ან კიდევ მანიპულაციის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ISFED-ში ამბობენ, რომ ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. მათი თქმით, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.

ცნობილია ისიც, რომ "ქართული ოცნების" წევრები ISFED-ს შეხვდნენ და ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები განიხილეს. ივანიშვილის გუნდმა ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42