"ეს არის ერთპარტიულობის და არადემოკრატიულობის კარგი მაგალითი! მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს, რასაც უნდათ იმას შვრებიან" – ხოშტარია აფრიკის დასახლებაზე
პოლიტიკა - 14:32, 15 Dec, 2020     1050

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მერიის მიერ მოსახლეობისთვის სახლების დანგრევას ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის, სახლების აშენების დროს, მერიის ზედამხედველობას ხელი არ შეუშლია, ახლა კი მათ საცხოვრებლებს ანგრევენ.

ხოშტარია ამბობს, რომ დაზარალებულებს სამართლებრივად და ფიზიკურად გვერდში დაუდგება.

"რაც ეხლა აფრიკის დასახლებაში ხდება, ეს არის ერთპარტიულობის და არადემოკრატიულობის კარგი მაგალითი. აბა არჩევნების წინ ექნათ, ან რამე კონტროლი მუშაობდეს ხელისუფლების და ექნათ. მოშიშვლებულ მიწაზე, რომელიც მერიამ აიყვანა თავის ბალანსზე, ეშმაკმა უწყის რატო, სახლდაკარგულმა და გაჭირვებულმა ხალხმა ააშენა სახლები. ასეთ ხალხს თითქმის ყოველ დღე ვხვდები. ხელისუფლებისგან მიტოვებულები, უფლებებდარღვეულები, სამსახურ დაკარგულები, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებით და ასე შემდეგ. აშენების დროს ზედამხედველობას ხელი არ შეუშლია, ხშირად ხდება ასე. ნუ ყველაფერთან ერთად დაავადების სიმპტომია ეს ყველაფერი, თბილისის თავკომბალობის, თბითმმართველობის არარსებობის, ხალხის კიდევ უფრო გაღატაკების, საკუთრების მიმართ დამახინჯებული დამოკიდებულების და ა.შ.

მოკლედ ეხლა მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს და რასაც უნდათ იმას შვებიან. ეხლა ყველაფერი გაგვივა რა პრობლემაა, ‘ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება’ არჩევნებისკენ მობრუნდებაო.

საბოლოო ჯამში გათავხედებული ხელისუფლება, რომელიც გუშინ აქტივისტს უკანონოდ ექცევა, ბოლოს ყველასთან მივა.

ვეცდები მაქსიმალურად ამოვიდგე ყველას გვერდში, სამართლებრივად და ფიზიკურად" , – წერს ხოშტარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42