"კოვიდის შიში როგორც კი გადაილახება და ადამიანების შიმშილით განადგურების რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან , ჩინოვნიკების მანქანებიდან გადმოყრას დაიწყებენ" - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 14:26, 15 Dec, 2020     1156

"არავინ შეეგუება შიმშილით განადგურების და დამონების მცდელობას, ჩინოვნიკების მანქანებიდან გადმოყრას დაიწყებენ ადამიანები“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, კოვიდის შიში როგორც კი გადაილახება და ადამიანების შიმშილით განადგურების რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.

"იმ „ ქართული ოცნებისთვის“, ვისთვისაც უხერხული არც არჩევნების გაყალბებაა და არც ხელისუფლების მიტაცება, არამგონია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადასვლა აღმოჩნდეს უხერხული.

მაგრამ ბრძოლაში იბადება გამარჯვება და ამ უსამართლო ბრძოლაში „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, რადგან ოპოზიციას და ხალხს დღეს სწორედ ეს უსამართლობის გრძნობა აერთიანებს.

მითუმეტეს, რომ რეალობა ასეთია:

ქვეყანა დააქციეს;

ეკონომიკა სრულიად ჩამოშალეს;

კოვიდის მართვა გაექცათ;

სახელმწიფო ინსტიტუტების, ქვეყნის პრივატიზაცია, გრძელდება;

ხალხი შიმშილის ზღვარზეა, სულით კომკავშირლები კი, ხელფასებს იმატებენ;

ახალი „ოცნების“ საყრდენი მხოლოდ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან და ყველას ერთად სისრულეში მოყავს გახარიას დანაპირები

- „საჩხერის მოდელი“ ( ქვეყნის საჩხერიზაცია) - რაც სხვა არაფერია, თუ არა მონური შრომა კაპიკებისთვის და ქვეყნიდან გაქცევა.

მოკლედ, კოვიდის შიში როგორც კი გადაილახება და ადამიანების შიმშილით განადგურების რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, არ არის გამორიცხული ჩინოვნიკების მანქანებიდან გადმოყრა დაიწყონ, არავინ შეეგუება საქართველოს დამონების მცდელობას და იმიტომ!", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42