"ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარის დავით მჟავანაძის განცხადებით, უმუშევრობის გაზრდის ფონზე მერია ადმინისტრაციულ ხარჯებსაც ზრდის:
"თბილისი მერიამ გამოაცხადა 13 ტენდერი 2 700 000 ლარის ღირებულების, რომელიც ემსახურება 2021 წელს გამასამართი კონცერტებისთვის სხვადასხვა მომსახურების შესყიდვას, მათ შორის 22 წლის საახალწლო კონცერტივსთის მომსახურება შეისყიდა. ეს ყველაფერი ხდება იმ პორობებში, როცა თბილისი ბიუჯეტი ამ წელს 200 მილიონზე მეტით მცირდება, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკლდება დიდი თანხა, ადამიანები უმუშევრები რჩებიან, თუმცა იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
ისიც უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობა კონცერტს ვერ დაესწრება და და მხოლოდ ეკრანებიდან მიადევნებს თვალს, მისი ყურება კი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები






