"პირველ როგში მადლობა გრიგოლ ვაშაძეს. ის მძიმე პერიოდში შემოგვიერთდა და ჩვენ ერთად გავიარეთ წლები. იმ წარმატებებში, რაც ამ წლების განმავლობაში გვქონდა, მას დიდი წვლილი მიუძღვის.
მისი წასვლა და ამ განცხადების ფორმა მოულოდნელი იყო. ვერ გავიზიარებთ განცხადების იმ პათოსს, რომელიც შეუთანხმებლად გამოაქვეყნა.
როცა ასეთი განცხადებები კეთდება, უმჯობესია პარტია იყოს ინფორმირებული რათა ბევრი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს.
არ ვიცი ვის გულისხმობს თავის განცხადებაში, როცა ოდიოზურ ფიგურებზე საუბრობს. მე დღეს ვნახე მხოლოდ რამდენიმე ოდიოზური ფიგურა - წულუკიანი, მდინარაძე და სხვები, რომლებიც იწონებდნენ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას.
აზრთა სხვადასხვაობა იყო გარკვეულ საკითხებზე მაგრამ ესაა ჩვეულებრივი რამ, რა გახდა ამბგადაწყვეტილების მიზეზი კონკრეტულად, ვერ გეტყვით." - აცხადებს წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები






