"მან ძალიან რთულ დროს გადაწყვიტა საკუთარი საქმიანობის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირება. იყო ძალიან წარმატებული კანდიდატი ყველა თანამდებობაზე, სადაც იყარა კენჭი და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ის ჩვენი პარტიისთვის იქნება დანაკარგი. თუმცა, რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს უფლება განსაზღვროს როგორ გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკურ დაქმიანობას.
ამ ეტაპზე ვართ პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა გრიგოლ ვაშაძის წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ პარტია არ გააგრძელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას. ჩვენი უცხოელი პარტნიორების ფასილიტაციით რაც მიმდინარეობს. ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა ბოიკოტი არ არის სამომავლო სტრატეგია. სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით პარტიას ცხადია სჭირდება საფუძვლიანი მსჯელობა და შესაბამისად ეს მსჯელობა უნდა გაიმართოს."
მასალის გამოყენების პირობები






