ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად მხარეებს არჩევნების გადადების საკითხის შეთანხმებაში შეტანას სთავაზობს.
"ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შევიდა შეთანხმების პროექტში, როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო საარჩევნო სისტემა. როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო არჩევნების გამჭვირვალობა. უთანხმოება ხელახალ არჩევნებს უკავშირდებოდა.
ჩემი შეთავაზებაა, შეიტანონ შეთანხმებაში არჩევნების გადადების საკითხი მომავალი წლისთვის და დაუბრუნდნენ მის განხილვას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ვურჩევდი მმართველ პარტიას, განიხილოს სერბული მაგალითი, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებსა და პარლამენტს. რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა, მაგრამ გადაწყვიტა რომ სერბეთისთვის და მისი ინტეგრაციისთვის კარგი იქნებოდა არჩევნების არა 4, არამედ 2 წლის შემდეგ ჩატარება.
საქართველოში ორივე მხარეს სჭირდება დრო, გააცნობიეროს, რომ ასეთ სიტუაციაში ვერცერთი ვერ გაიმარჯვებს. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ სიტუაციაში ორივე იქნება წაგებული და საქართველო დაკარგავს ინტეგრაციის შესაძლებლობებს", - ამბობს კუბილიუსი "ფორმულსთან".
მასალის გამოყენების პირობები






