ქართველი პოლიტიკოსი როდესაც იბრძვის ქვეყნის ინტერესებისთვის, უნდა იყოს პროაქტიური ელჩთანაც და დიპლომატებთანაც - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 10:11, 15 Dec, 2020     950
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებსა და ამ მოლაპარაკების შუამავალ ელჩებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეიძლება ელჩმა დღის წესრიგი დაგიწესოს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის არ იბრძოლოს:

"შენ ამ ქვეყნებთან მუშაობ როგორც პარტნიორი და არა როგორც მათი დღის წესრიგის აღმსრულებელი, იქნება ეს ელჩი, დიპლომატი თუ პოლიტიკოსი. ის პარტნიორია, მაგრამ შენ უნდა იყო პროაქტიური, მომთხოვნი და შენ უნდა ქმნიდე დღის წესრიგს. არ გვეგონოს რომ დღის წესრიგი მათ უნდა ააგონ, ჩვენ ვეუბნებით, რომ გვეჩქარება საქართველოში დემოკრატია - თუ თქვენ დღეს არ გცალიათ, შემიძლია გავიგო, მაგრამ მე გავჩერდე და დღეს დემოკრატიისთვის არ ვიბრძოლო, გამორიცხულია. ეს უნდა იყოს ამოსავალი პოზიცია.

რა თქმა უნდა ყოველთვის ურჩევნიათ, შენ არ ჩახვიდე და პრინციპულად არ აბრახუნო იქნება ეს ნატო-ს თუ ევროკავშირის კარი, თვითონ დაგიწესებენ დღის წესრიგს, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსი როდესაც იბრძვის ქვეყნის ინტერესებისთვის, უნდა იყოს პროაქტიური ელჩთანაც, დიპლომატებთანაც, სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთანაც და პრემიერმინისტრებთანაც. მე მივესალმები მათ ჩართულობას, მაგრამ დღის წესრიგს ქმნის ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოში დემოკრატია მოაქვს ქართველ პოლიტიკოსს. ნაჩუქარი თავისუფლება მალე იკარგება, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ ეს ყველაფერი"

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჯერ კიდევ წინ არის, რომელზეც გადაწყდება, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას ოპოზიციური ერთობა და სახელისუფლებო გუნდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42