ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
(USAID) განცხადებას ავრცელებს და მიესალმება რომ, ISFED-მა საკუთარი ინიციატვით გადაამოწმა საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები და შიდა აუდიტის დასკვნა საზოგადოებას გააცნო."USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.
მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად". – ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






