ზელიმხან ხანგოშვილის მოხსენიება ტერორისტად არის თანხვედრა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციების - კანდელაკი
პოლიტიკა - 16:37, 14 Dec, 2020     856

ევროპული საქართველოს წევრებმა, გიგა ბოკერიამ და გიორგი კანდელკმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ისინი ქართული ოცნების წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში, სადაც ხელაშვილმა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ტერორისტად მოიხსენია.

ბოკერიას თქმით, ხანგოშვილი იყო საქართველოს პარტიოტი მოქალაქე, რომელიც იყო ქვეყნის სახეწლმწიფო სამსახურში და ეხმარებოდა საქართველოს პუტინის რუსეთისა და ჯიჰადის ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებეში. ბოკერიას თქმით, ხელაშვილის ეს განცხადება არის ქართული ოცნების კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ამ თემასთან მიმართებაში.

„ყველასთვის ცნობილია ფაქტი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისა ბერლინში, ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო საქართველოს პატრიოტი, იყო საქართველოს სახელმწიფო სამსახურში, ის იყო ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს, როგორც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში, ისე სახიფათო ჯიჰადის ტერორისტებთან მიმართებაში. ანუ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მთავარ საფრთხესთან მიმართებაში ის წარმოადგენდა საქართველოს სამსახურში მყოფ მოქალაქეს. მისი მკვლელობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დუმილი და ჩვენი ინფორმაციით ხელის შეშლაც კი და მინიმუმ არ დახმარება გამოძიების, არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, თუ რატომაა ეს რეჟიმი საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის მტრული რეჟიმი და რატომ არის მისი მშვიდობიანად ჩამოცილება არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩვენი ეროვნული ამოცანა. რამდენიმე დღის წინ კი ამ თემასთან მიმართებით კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაიწერა.“ - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყნისთვის ამ დამსახურებული პიროვნების მოხსენიება ტერორისტად არის თანხვედრა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციებსა და შეხედულებებში.

„რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა, უკვე მთავარმა სპიკერმა, გიორგი ხელაშვილმა, მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი საკუთარ ტვიტერის გვერდზე მოიხსენია ტერორისტად. ზელიმხან ხანგოშვილს ტერორისტად მოიხსენიებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, გერმანიის მთავრობასა და პროკურატურას გამოძიების არცერთ ეტაპზე ეს ვერსია არც კი განუხილავს და გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის ეს მკვლელობა განახორციელა რუსეთის სახელმწიფომ. ზელიმხან ხანგოშვილი ნაყოფიერად თანაშმრომლობდა ჩვენ სახელმწიფოსთან როგორც რუსეთის საჯაშუშო ქსელის წინააღმდეგ ჩვენ ტერიტორიაზე, ისე ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ და მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობაში ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან.

ის, რომ ასეთ დამსახურებულ პიროვნებას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მოკლა, საქართველოს პარლამენტის, აწ უკვე კომუნისტური პარლამენტის წევრი და ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი მოიხსენიებს ტერორისტად, ამაზე უკეთესი მაგალითი თანხვედრისა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციებისა, უბრალოდ არ არსებობს.

ასევე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, საუბრობს სწორედ ამ მკვლელობის გამო რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ჯიუტი, გამაყრუებელი დუმილი იყო თვალშისაცემი, თუმცა ახლა უკვე როცა რუსეთის მთავრობის მსგავსად, ქართული ოცნება ზელიმხან ხანგოშვილს მოიხსენიებს ტერორისტად, ყველა კითხვის ნიშანი ამ საქმის ირგვლივ, საწუხაროდ არის მოხსნილი.“ - განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42