"ოცნებაზე" მომუშავე სკოლის დირექტორებს მათივე ხელისუფლებამ უმტყუნა - რა მოხდა გორში არჩევებიდან ერთი თვის თავზე?
პოლიტიკა - 14:16, 14 Dec, 2020     934
"ოცნებაზე" მომუშავე სკოლის დირექტორებს მათივე ხელისუფლებამ უმტყუნა და არჩევნებიდან ერთი თვის თავზე გორის მუნიციპალიტეტების სასწავლო დაწესებულებების ნაწილს ხელმძღვანელობა შეუცვალა.

ხიდისთავის, ერგნეთის, ბოშურის, კარალეთის, ფხვენისისა და სკრის საჯარო სკოლების აწ უკვე ყოფილი დირექტორებისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მათი გათავისუფლება, რადგან არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორები იყვნენ.

"ყოველგვარი განმარტების და საფუძვლის გარეშე მოხდა ისე, რომ არ გადამიყვანეს მოვალეობის შემსრულებლად. ვსარგებლობ უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით თემში, სასკოლო საზოგადოებაში, მოსწავლეებში, პირველ რიგში. რატომ არ მოხდა მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანა - რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?", - განაცხადა ხიდისთავის სკოლის დირექტორმა.

ოპოზიცია გორში არსებულ კლანურ მმართველობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გათავისუფლებული დირექტორების ადგილებს ხოჯევანიშვილების კლანის ნათესავები დაიკავებენ. ადგილობრივი მოსახლეობაც არ მალავს აღნიშნულ ფაქტს და ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიეტებში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ნათესავები მალე შეცვლიან სკოლის დირექტორებს:

"დაიწყო რეპრესიები არა მხოლოდ სკოლის დირექტორების, სხვა საჯარო მოხელეებსაც მიადგებიან. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სკოლის დირექტორების თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომიც არ აქვთ. არ გაგვიჭირდება მოძებნა, რომ იქ აღმოვაჩინოთ გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო ნათესავები, მეგობრები, ყველაფრის მკადრებლები და ხელის მომწერები სკოლებში", - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42