ღია მუქარა მოლაპარაკებების პარალელურად - ოპოზიციას მეხუთე რაუნდზე პოზიტიური მოლოდინი არ აქვს
პოლიტიკა - 13:49, 14 Dec, 2020     869
მიუხედავად იმისა, რომ მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა უკვე გაიმართა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჯერ კიდევ წინაა, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ის.

როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდს უკან დახევა არ სურს, უფრო მეტიც - რამდენიმე დღის წინ კობახიძემ ღიად განაცხადა კიდეც, რომ კარგი იქნება, თუ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო არ შევლენ.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციის ყველაზე ძლიერი გუნდი პოლიტიკური გზიდან ჩამოიშოროს, სწორედ ამიტომ, ის ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებზე მიდის - ამას მოწმობს ის მუქარები, რომლებიც კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით არა ერთხელ გააჟღერა.

ოპოზიცია არც ამჯერად აპირებს წამოყენებული წინადადებების უკან წაღებას, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს იმედი არ აქვთ, რომ მეხუთე რაუნდი შედეგს გამოიღებს:

"პოზიტიური მოლოდინები ამ მოლაპარაკებებისგან არ მაქვს მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში ე.წ. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კობახიძე ღიად ემუქრება ოპოზიციურ სპექტრს და "ნაციონალურ მოძრაობას" რეგისტრაციის ჩახსნით. ასევე, სხვა პარტიებს ეუბნება, თუ შემოხვალთ, დაფინანსებას მიიღებთ და თუ არ შემოხვალთ, არ მიიღებთ", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციიდან მხოლოდ "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს აქვს იმედი, რომ მოლაპარაკება პოზიტიურად დასრულდება, შესაბამისად, ის მეხუთე რაუნდზე გარკეულ შეთანხმებასაც ელოდება:

"აუცილებლად წავალ ამ რაუნდზე. ღიად გვაქვს ნათქვამი და სწორედ ამის გამო ვართ შეტევის ობიექტები, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარია შეთანხმება. არა უსასრულოდ და გეგმის გარეშე ქუჩაში დგომა, არამედ, შეთანხმება იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვითხოვთ, ის გვაქვს მიტანილი და თითქმის ყველა საკითხში უკან იხევს "ქართული ოცნება". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ჩვენ მხოლოდ შეთანხმების შემდეგ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას", - განაცხადა ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42