ნიჟარაძის შეფასებით, "ოცნება" ისრების გადატანას NGO სექტორზე ცდილობს.
"სამართლებრივი დავა გვქონდა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართეთ და ვითხოვდით გადაეთვალათ უბნები, სადაც პრობლემები დაფიქსირდა, რათა საზოგადოებას ენახა და მიეღო პასუხები, თუ რამ გამოიწვია დარღვევები - იყო ტექნიკური ხარვეზი, თუ გაყალბება. მათ ეს არ განახორციელეს, საჩივრები მიზანმიმართულად არ დააკმაყოფილეს და ამან გააძლიერა ეჭვები, რომ სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი და საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობდა მათ დამალვას. მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და მმართველმა პარტიამ, გარდა დისბალანსებისა, ბევრი კითხვა არსებობდა არჩევნებთან დაკავშირებით. მათ არ გასცეს ამათ პასუხი და ბოდიში უნდა მოიხადოს მმართველმა პარტიამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ. პოლიტიკური კრიზისი მათი გამწვავებული და შექმნილია", - ამბობს ელენე ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED სიცრუეში დაადანაშაულა. კობახიძე ირწმუნება, რომ ხარვეზი პარალელური დათვლის შედეგებში მიზანმიმართულად ემსახურებოდა საზოგადოების გაურკვევლობაში შეყვანას.
კობახიძემ ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში წარმოადგინოს იმ კონკრეტული უბნების ჩამონათვალი, სადაც დარღვევები დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






