კობახიძის და მისი კოლეგების განცხადებებს ჩალის ფასი აქვს, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი - კაპანაძე
პოლიტიკა - 12:14, 14 Dec, 2020     879

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისათვის, რადგან როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა კობახიძე და მისი კოლეგები.

კაპანაძის თქმით, იმისათის რომ ახალი არჩევნები შანსი იქნას გამოყენებული, ოპოზიცია მზადაა ნებისმიერ მოლაპარაკებაზე წავიდეს, თუმცა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესსაც თავისი ლიმიტები აქვს და რაღაც პერიოდის შემდეგ, ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს.

„ამ მმართველობის ერთერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც აკეთებენ განცხადებებს, იქნება ეს კობახიძე თუ სხვა მისი კოლეგები, არაფერს არ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი.

ამრიგად, მათ განცხადებებს აქვს ჩალის ფასი, როგორც აქამდე არ ჰქონდათ არანაირი ფასი მათ განცხადებებს პროპორციულთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევე არ აქვს ფასი მათ განცხადებებეს, ამრიგად, ჩვენ ახლა ველოდებით ივანიშვილის გადაწყვეტილებას.

ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირვლივ, არ იქნება და იქნება ერთპარტიული პარლამენტი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეთ, რათა ახალი არჩევნების შანსი იქნას გამოყენებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ წასვლით ან რაიმე პოზიციას ვთმობთ, ან მანცდამაინც გვჯერა ქართული ოცნების კეთილი ნების და დაპირების, რათქმაუნდა არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ როდესაც იმ ადამიანს გონება გადაუბრუნდება თუ გადმოუბრუნდება და გონს მოეგება, არსებობდეს ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება.

რათქმაუნდა, ამასაც თავისი ლიმიტები აქვს, რაღაცა პერიოდის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის მცირე ფანჯარა შესაძლებლობის.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42