კობახიძე-ნაცვლიშვილის სკანდალური მიმოწერა - საკითხზე განმარტება დღეს ირაკლი კობახიძეს მოუწია.
ქართული ოცნების სპიკერი ირწმუნება, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობას" ეხებოდა.
"ლაშა ნაცვლიშვილი პიარის მიმართულებას ხელმძღვანელობს პარტიაში და ჩვენ გვაქვს ბუნებრივია მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება მიმოწერას, იქ ერთი სიტყვა მოგება არის შეცდომით, "არ მოგვცემენ" ეწერა, დარტყმაზეც იყო საუბარი, დარტყმა სწორია. ლაშა ნაცვლიშვილს ერთერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ერთერთმა ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა "საერთაშორისო გამჭირვალობასაც", ეკა გიგაურსაც, 400 საარჩევნო უბანზე. ამ PVT–ს თანახმად, ზუსტად აჯდებოდა ეს მონაცემები ცესკოს მონაცემებს და სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა, ვინმეს მეშვეობით გამოგვეთხოვა ინფორმაცია, როგორც გიგაურისგან, ასევე ISFED–ისგანაც. ჩვენ გვინდოდა ორივე PVT–ს მონაცემები, რაზეც წარიმართდებოდა მსჯელობა, მე გავუზიარე ჩემი მოსაზრება ლაშა ნაცვლიშვილს, ვუთხარი, რომ არ მოგვცემდნენ ინფორმაციას, ლაშა ნაცვლიშვილის პოზიცია იყო მაინც გვეცადა, საქმე ეხებოდა ეკა გიგაურის PVT–ს, რომელიც სამწუხაროდ იმალებოდა, მე არც ვიცი ჩატარებული ჰქონდა თუ არა ეკა გიგაურს PVT" , – აცხადებს ირაკლი კობახიძე
მასალის გამოყენების პირობები






