გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს იყოს გონივრულობა და რაციონალურობა - კაპანაძე
პოლიტიკა - 12:09, 14 Dec, 2020     806

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის, რომ შეხვედრები ხელისუფლებასა და მათ შორის გაგრძელდეს, თუმცა როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, როცა ერთპარტიული პარლამენტი უკვე გაფორმდა, სწორედ ვადამდელი არჩევნებია.

კაპანაძის თქმით, რამდენად აწყობს ივანიშვილს ჩრდილო კორეული მმართველობა, მისი გადასაწყვეტია, ხოლო სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის, რომ მოლაპარაკებები გააგრძელოს.

„გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს იყოს გონივრულობა და რაციონალურობა. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს შეხვედრები გაგრძელდეს და ვისაუბროთ ახალი არჩევნების დანიშვნაზე, კარგად უნდა ხვდებოდეს ხელისუფლება, რომ ახლა, როდესაც გაფორმდა ერთპარტიული პარლამენტი, ერთადერთი გამოსავალი რჩება სწორედ ვადამდელი არჩევნები, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო აქტუალური გახდება ეს საკითხი, ამიტომ, მათივე ინტერესში უნდა იყოს, რომ მალევე განიმუხტოს ეს პოლიტიკური კრიზისი.

ჩვენ, ის რეალობა უკვე შევქმენით, რომლისაც მათ არ სჯეროდათ, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნებოდა, მაგრამ არის უკვე ერთპარტიული პარლამენტი, ყველა იურიდიული დეტალი ამ დღეებში მივა ბოლომდე და გაფორმდება ჩრდილო კორეული მმართელობის სტილი.

ეს რამდენად აწყობს ივანიშვილს, უნდა გადაწყვიტოს მან და თუ აწყობს, მაშინ კი ბატონო, ტოტალიტარიზმის გზაზე დადგება და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება შიგნიდანაც და გარედანაც და ახლა რომ ჰგონიათ, რომ ჩვენი პარტნიორებისაგან დიდი მხადრაჭერა აქვთ, არ ექნებათ ნამდვილად, მაგრამ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42