საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი ამრგველაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ კიდევ 4 წლის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს პარლამენტში არსებულ "საბჭოთა კავშირს".
"მე თარიღებს ვერ გეტყვით მაგრამ, ქართულმა ოცნებამ 11-ში დაგვაბრუნა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამას 4 წლით ვერ დააბრუნებს. ესეთ გამოთქმა არის, შეგიძლია ადამიანები მოატყო ცოტახნით, მაგრამ ვერასდროს მოატყუებ ბევრ ადამიანს დიდხანს", — ამბობს მარგველაშვილი “ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება იღებდა მონაწილეობას. სხდომაზე, ასევე, მიწვეულები იყვნენ პრეზიდენტი, პატრიარქი და დიპლომატები. პატრიარქის ნაცვლად, სხდომას მისი მოსაყდრე, შიო მუჯირი ესწრებოდა.
სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეკრებილმა ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვეს და ხელი მოაწერეს საერთო მემორანდუმს ბოიკოტის შესახებ
მასალის გამოყენების პირობები






