აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდენენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რადგან სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები






