ოპოზიციის საპროტესტო აქცია ბათუმში, მთავრობის სალხთან დაკავებებით დასრულდა - დაკავებულია 4 პირი. აღნიშნული ინფორმცია "ნიუპოსტს" შსს-ს პრესამსახურმა დაუდასტურა.
რამდენიმე სპორტსმენმა მინისტრთა საბჭოს შენობაში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია სამართალდამცველებთან.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლაპარაკი რამდენიმე დღის წინანდელ შემთხვევაზე უნდოდათ, როცა აქციის 8 მონაწილე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს - რასაც პროტესტი მოყვა მათი მხრიდან.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აქციის მიანაწილეებსა და სამართლადამცავებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი პოლიციელი დაშავდა.
დაკავებულ აქტივისტებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დამოუმორჩილებლობას ედავებიან.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე 40 დღეა მიმდინარეობს. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები






