"არ გამიკვირდება გავიგო, რომ მისმენენ" - ISFED-ის ხელმძღვანელი
პოლიტიკა - 15:32, 13 Dec, 2020     1056

სამართლიანი არჩევნების დირექტორი, ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ გამორიცხავს მის სატელეფონო ზარებს უსმენდნენ.

ნიჟარაძე აცხადებს, რომ "ძალიან აინტერესებს", საიდან ჰქონდათ ქართული ოცნების წევრებს ორგანიზაციის შიდა ინფორმაცია.

"რომ გავიგო, რომ ჩემს სატელეფონო ზარებს უსმენენ, ნამდვილად არ გამიკვირდება, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს თითქმის სტანდარტად იქცა.

ძალიან სამარცხვინოა, რომ მმართველი პარტია სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგებს იყენებს და პრაქტიკულად, ცდილობს, მეორე მხარე შეცდომაში შეიყვანოს, ისევე, როგორც შეცდომაში შეიყვანოს ძალიან მაღალი რანგის ელჩები". - ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი .

მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ პარალელური დათვლის შედეგების შეცვლა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან არ ხსნის.

"არ მოხსნილა კითხვის ნიშნები არც მმართველი პარტიის მიმართ, არც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.".- განაცხადა ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42