"რეგულაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ, ვეზიაროთ ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი ღვთის ნებაა" - მეუფე ნიკოლოზი
საზოგადოება - 13:51, 13 Dec, 2020     1071

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საზოგადოებას მოუწოდა რეგულაციების დაცვისკნ. მისი თქმით, მთავარია რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ.

"როგორც ვიცი, რეგულაციებს შესაბამისი უწყება ღებულობს. ის ძირითადად დამოუკიდებლად არ წყვეტს არაფერს, არამედ ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა. რამდენადაც ვიცი, დღეს მთელ მსოფლიოში, ძირითადად წამყვან ქვეყნებში, თუ არ ვცდები, 20 დეკემბრიდან „კომენდანტის საათი“ იქნება შემოღებული, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ამას ვამბობ, ქრისტიანი, მოაზროვნე ადამიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ არ გადასდოს სხვას ავადმყოფობა, რომელიც შესაძლოა აქვს და არ იცის. ამითია ეს დაავადება მზაკვრული. შეიძლება ვირუსი გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ და ამ დროს, შესაძლოა სხვას გადასდო. ამ წუთას არ მიკეთია პირბადე უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ ახლახანს გადავიტანე ვირუსი და ჯერჯერობით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები არ არის. ასეთი ფაქტები არის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. მთავარი არის, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ. რეგულაციების გამო, რომ აღდგომის წირვა არ აღვასრულოთ, ეს არ არის სწორი. აღდგომის წირვა უნდა ჩატარდეს, ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“,-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი შეფასებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რეგულაციების უგულვებელყოფა უკულტურობაა.

„როდესაც გარშემო ყველა ადამიანი პირბადით დადის, როდესაც ადამიანებს ეშინიათ, რა ქნან?! ჩვენც გვეშინია, არ გვინდა, რომ დაგვემართოს. ასეთ დროს, როდესაც რეგულაციებს არ იცავ, მგონი, ეს უბრალოდ უკულტურობაა“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42