ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ერს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, ამ სიტუაციაში ყველა მხარე ქართული მხარეა. მისივე თქმით, ძალიან კარგად ამჩნევს მტყუანს და მართალს, მაგრამ დღეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთ მხარეს ვერ დაიჭერს.
მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ მთავარია ადამიანებმა ერთმანეთი არ დაამარცხონ.
"ამ სიტუაციაში ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვამჩნევ მტყუანს და მართალს, მაგრამ დღეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთ მხარეს ვერ დავიჭერ... ჩემი დიდი სურვილია, ქართველები უფალმა გაგვაერთიანოს. ერთმანეთთან ცხოვრება და სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს. ჩემს ერს მოვუწოდებ - შევრიგდეთ! თუ არ შევრიგდით, არაფერი გამოვა, ცალ-ცალკე ვერავინ ვერ გაიმაჯვებს. ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით, ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება და არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის მმართველებად, არც პოზიციად და არც ოპოზიციად. წარვსდგებით როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, არავითარი რეგალიები არ გაგვყვება", - ამბობს მეუფე იაკობი.
მასალის გამოყენების პირობები






