გელათის სამონასტრო კომპლექის დროებით გადახურვით სამუშაოებს მეუფე იოანე (გამრეკელი) ეხმაურება.
ქუთათელ გაენათელის თქმით, მთელი ზაფხული დადიოდა გელათში , მაგრამ რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს.
მისივე თქმით, ტაძარში წყალმა გაზაფხულზე გაჟონა,თუმცა ფრესკები არ "ჩამორეცხილა".
მიტროპოლიტი მომხრეა, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
"მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ იქ წვიმა ჩამოსული არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა; სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის, რასაკვირველია - გაზაფხულზე გაჟონა წვიმამ, ეს დაფიქსირდა სამხრეთ დასავლეთის კუთხეში, მაგრამ ეს არ იყო კატასტროფა და ჩამორეცხვას რასაც ეძახიან. ადამიანებს ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული, ფრესკა ნედლი კირი როცაა, მაშინ იხატება, საღებავით იჟღინთება კირი და ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავის დროზე, როცა ტარდებოდა გადახურვითი სამუშაოები, აქ მეუფე არვიყავი, ვიცი რომ მეუფე [კალისტრატე] წინააღმდეგი იყო ამგვარი გადახურვის და ითხოვდა ქვით ან სპილენძით გადახურვას, როგორაცაა ბაგრატზე. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპერების და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა", - განაცხადა მეუფე იოანემ.
შეგახსენებთ, რომ გელათში კლიმატის კონტროლის მოწყოილობას ამონტაჟებენ
აქვე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე გელათის ტაძრის ოთხივე მკლავი დროებით თუნუქის მყარი სახურავით დაიხურება. დროებითი გადახურვა ტაძარში წყლის ჩასვლის გამო გაჩნდა, რომელიც უნიკალურ ფრესკებს ანადგურებს.
მასალის გამოყენების პირობები






