თეა წულუკიანისა და თამარ ჟვანიას განცხადებებს, "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის შეცვლილი შედეგების შესახებ, ოპოზიცია ეხმაურება. მაი თქმით, უსაფუძვლოა და პროცენტულმა ცვლილებამ ის ფაქტი ვერ შეცვალა, რომ არჩევნები გაყალბდა.
"ყველაზე დიდი ღადაობა იცით რა არის? ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი მონაცემების "გაპრავებას" ISFED-ის პირით რომ ცდილობს. ეს არის კომედიის მიღმა.. ბოდიში მათ აქვთ მოსახდელი გაყალბებისთვის და მთელი ამ 8 წლიანი ქვეყნის გაჩანაგებისთვის, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და მეორე რიგში თეა წულუკიანს, როგორც მის უცვლელ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ახლა სადღაც ჩაალაბორანტეს", - ამბობს გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.
მასალის გამოყენების პირობები






