დიალოგის მეხუთე რაუნდი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ელჩების მონაწილეობით ორშაბათ გაიმართება.
როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მათი მოთხოვნები უცვლელია და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალი, ახალი არჩევნების ჩატარებაა.
მათი თქმით, ყველა მეთოდს გამოიყენებენ სიტუაციის გამოსწორების მიზნით და მზად არიან მოლაპარაკებებისთვისაც, თუმცა "ოცნების" მუქარის შემცველი განცხადებები კრიზისს მეტად ართულებს.
"ყველა დასაშვებ მეთოდს გამოვიყენებთ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის გახდეს იძულებული ჩაინიშნოს არჩევნები. ახალი არჩევნების გარდა ვითარებას არაფერი უშველის", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიიც ნიკა მელია."ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოიკოტი სამართლებრივად ბოლომდე გაფორმდეს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და იქნება შემდგარი ფაქტი - სამართლებრივად ბოიკოტი და არ მონაწილეობა ამ გაყალბებულ, კომუნისტურ პარლამენტში, შემდეგ ბუნებრივია ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე" ბევრად გაიზრდება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია მზადაა მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მისი თქმით, ჯერჯერობით არის დრო, რათა შედგეს მოლაპარაკება. ჩიხლაძე ამბობს, რომ დიდი იმედით უყურებს მოლაპარაკებების პროცესს. მისი თქმით, მეხუთე რაუნდი ხვალ ან ზეგ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






