მაგალითად NGO-ების განცხადებით, აქამდე "სამართლიანი არჩევნების" საქმიანობა სანდო იყო, თუმცა, ახლა, შესაძლოა, ეს მონაცემები, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპოსტი" პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელსა და თავჯდომარეს ეკა ბესელიას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გაყალბების უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მოიცავდა ე.წ. კარუსელს, მოსყიდვას, დაშინებას, ზეწოლასა და ა.შ. თუმცა, სასამართლომ არ განიხილა არც ერთი მტკიცებულება.
ბესელიას შეფასებით, ISFED-ს შეცდომა რომც არ დაეშვა, "ოცნების" მხრიდან ამ მონაცემებით აპელირება არჩევნების შეფასებისას, თავის გადარჩენის მცდელობაა:
"პირველი - გაყალბების ფაქტები დასტურდება ოქმებით , ჩანაწერებით და სხვადასხვა მტკიცებულებებით, ყველა ეს მტკიცებულება წარვადგინეთ სასამართლოში და არც კი განიხილა სასამართლომ
მეორე - უბნების მონაცემების გადათვლას ვითხოვდით და უარი თქვა სასამართლომ და ეს პირდაპირ წერია გადაწყვეტილებაში.
მესამე - ისფედის დასკვნაშივე წერია (ისევე როგორც სხვა დამკვირვებლების) გაყალბების სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებაზე, მათ შორის მოსყიდვა, კარუსელი და ა.შ
უნდა გვახსოვდეს, რომ ხმების პარალელური დათვლა არის იმ არსებული ოქმების შედეგების პარალელური დაჯამება, რომლებიც უბნებზე დგება და ეს არ ნიშნავს ბიულეტენების სათითაოდ დათვლას. ანუ, ISFED-მა პარალელურად დათვალა ის დისბალანსი, სადაც ოქმები იყო.
ეს ოქმები გასაჯაროებული იყო. მათ შორის ჩანაწერები, თუ როგორ ასწორებდნენ ოქმებს.
ეს ოქმები თავად ISFED-მაც გაასაჩივრა ჯერ საოლქო კომისიებში და შემდეგ, სასამართლოში, ისევე როგორც ჩვენ და არც კი განიხილეს.
ამ საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა ანუ არ გაიხსნა პრობლემური უბნები და არ მოხდა ბიულეტენების გადათვლა მაშინვე, დაუყოვნებლივ.
შესაბამისად ISFED-ს შეცდომა რომც არ დაეშვა, ამ მონაცემებზე აპელირება არჩევნების შეფასებისას თავის გადარჩენის მცდელობაა.
როცა თავისთავად პრობლემურ, დაუბალანსებელ ოქმებს ითვლი, ის რეალურ სურათს მაინც არ ცვლის.
ნუ გვავიწყდება დისბალანსი უბნების 8%-ის შემთხვევაში. ეს არ უხსენებია .
ყველას და მათ შორის ISFED-ის მიერ ნათქვამი იყო, რომ ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები.
ჩნდება კითხვა: საიდან გაიგო პირველმა ამ პრობლემის შესახებ ოცნებამ? ხომ არ ქონდა ადგილი უკანონო თვალთვალს ან მიყურადებას? ხომ არ შეაღწია ვინმემ ISFED-ის კომუნიკაციაში? ამასაც გასცეს პასუხი და კიდევ, ამ პარლამენტის კონსტიტუციური ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, რადგან საკანონმდებლო ორგანოში 113-ზე ნაკლები და (მინიმუმია 100) დეპუტატიც თუ არაა, ნაკლოვანია.
ასე რომ, არსებითზე უნდა ვისაუბროთ ახლა და არა რაზეც ოცნებას გადააქვს ისრები" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.
აქვე, საეჭვო ხდება ის გარემოება, რომ ISFED-ის მიერ გადათვლილი ხმები და საბოლოო შედეგები გასაჯაროვებამდე ცნობილი იყო სახელისუფლებო გუნდისთვის, შესაბამისად, ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ "ოცნება" ზეწოლას ახდებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებზე", რამაც საბოლოოდ შედეგების შეცვლა განაპირობა.
მასალის გამოყენების პირობები






