"მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას ISFED-სა და ხმის პარალელურ დათვლაზე.
PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიის შედეგად ითვლის, მსგავს შედეგებზე დაფუძნებით ქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს. PVT ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათას მავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზე ცუდ არჩევნებად აქცია ქართული ოცნების მმართველობის 8 წლიან პერიოდში.
ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარ განცხადებაში სამართლიანმა არჩევნებმა, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო და იქნება.
დიახ, ადამიანებს შესაძლოა მოუვიდეთ შეცდომები, რომლებსაც მძიმე შედეგები მოყვება. ალბათ, ეს შეცდომა დაღს არამარტო ISFED-ს, არამედ მთელ NGO სექტორს დაგვასვამს. თუმცა, მე მირჩევნია იმ ორგანიზაციის პარტნიორი ვიყო, რომელსაც საკუთარი შეცდომის აღიარება, მასზე პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოების სამართლიანი რისხვის მიღება შეუძლია, ვიდრე ისეთის, რომელიც ამ შეცდომას მიჩქმალავდა და სიმართლეს საზოგადოებას დაუმალავდა.
ცალკე საკითხია, შიდა აუდიტის დასრულებამდე, ხელისუფლებამ საიდან შეიტყო ფორმულის შეცდომის შესახებ. მე ეჭვი მაქვს რომ მიყურადებით და სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ შეცვალა სამოქმედო სტრატეგია. გადაავლეთ თვალი ბოლო 4 კვირის ქრონიკებს, განცხადებებს, ხელისუფლების მიდგომების ტრანსფორმაციას და ყველაფერი უფრო ცხადი იქნება.
ხელისუფლებას შესაძლოა იმედი ქონდა, სამართლიანი არჩევნები ამ შეცდომის შესახებ ღიად არ იტყოდა (როგორც თავად მოიქცეოდა) , ოპოზიცია იმ უბნების გადათვლას დათანხმდებოდა, რომელზეც ბატონი კობახიძე საუბრობდა და როცა აცდენა სამართლიან არჩევნებს დაუდასტურდებოდა, საბოლოოდ მოკლავდა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს.
სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა" - წერს მშვნიერაძე.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.
მასალის გამოყენების პირობები






