"რა სასაცილოები ხართ ოცნებები. პატარა ტრიუკების ჩახლართვით რომ გგონიათ რამეს შეცვლით. ალბათ სხედხართ, რომელიმე ტვინში რაღაც სქემა მოიხარშება და აჟიტირდებით, აუ რა მაგარი გავარტყით ვსიო. ვხედავ მეინარაძის, კობახიძის, ნაცვლიშვილის სახეებს ამ დროს. თან მერე ალბათ გარბიან ბიძინასთან ქულების ჩასაწერად, ვინ იცის ერთმანეთს ასწრებენ...
ISFED-მა ძალიან ბევრი იშრომა თქვენი სიყალბეების გამოსავლენად, გამოავლინა და ბოლომდე იბრძოდა ყველა ინსტანციაში და საჯაროდ. არჩევნები გაყალბებულია არის მათი ვერსიქტი. კონკრეტულად მოყვანილი ფაქტებით.
აი 40 დღეში არჩევნებიდან რაც მოხდა, წინასწარ თქვენს მიერ დაანონსებული თან, პირველ რიგში თქვენ მორიგ სიბინძურეზე მოქემედებს და კიდევ უფრო შეკრავს ხალხს და ერთიან ოპოიციას, რადგან კიდევ უფრო კარგად ჩანს რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. დაჯექით ორიანი", - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.
მასალის გამოყენების პირობები






