შესაძლოა, მათი საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს - როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED-ის შესწორებულ შედეგებს?
პოლიტიკა - 15:31, 12 Dec, 2020     1348
არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) პარალელური დათვლის ახალ მონაცემებსა და შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილ ხარვეზზე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა კითხვები უჩნდებათ. მათთვის ბუნდოვანია, აუდიტის საბოლოო დასკვნის გასაჯაროვებამდე რატომ მიუწვდებოდათ ხელი მონაცემებისთვის მმართველ გუნდს.

NGO-ების განცხადებით, აქამდე "სამართლიანი არჩევნების" საქმიანობა სანდო იყო, თუმცა, ახლა შესაძლოა ეს მონაცემები, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგეს:

"მე მესმის, რომ ბევრი რამე შეცვალა ამ განცხადებამ, მაგრამ თუკი სიმართლე ასეთია, მისი დამალვა იქნებოდა უფრო ცუდი. განსხვავებით ხელისუფლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეგვწევს ძალა საკუთარ თავში ვიპოვოთ შესაძლებლობა თუკი აღმოჩნდება, რომ რაიმე შეგვეშალა", - განაცხადა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

"არსებობს სერიოზული ნდობა ორგანიზაციის შედეგების მიმართ - ამიტომაც მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩემთვის კითხვის ნიშანია როგორ ხდება მსგავსი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროვება და როგორ მიდის მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანამდე", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

"ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს 1,5 თვის შემდეგ შედეგების გადახედვა. აღმოჩნდა ისე, რომ შესაძლოა ISFED-ის საქმიანობა და მათი პარალელური დათვლა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ცუდად აისახება სამოქალაქო სექტორის სანდოობაზე", - განაცხადა პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42