"1. როგორ გაიგეს კობახიძე/მდინარაძემ ISFED -ის ცდომილებაზე და ოპოზიციას შემოუცურეს როგორც გადათვლის მექანიზმი:
2. ეს არის ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითი;
3. ამ ამბავზე ნორმალურ ქვეყანაში დიდი ამბავი ატყდებოდა და გამოძიება დაიწყებოდა;
4. 8 პროცენტიანი დისბალანსი ოქმებში არ გამქრალა, რაც რამდენიმე პროცენტს ისედაც ცდება;
5. ISFED არ ითვლის ხმებს, ითვლის ოქმებს. ამავე დროს, გასაჩივრებული ოქმებიც არ დაუკმაყოფილეს.
ეს არის მთავარი და არა ქოცების და მათთან გათანაბრებული ადამიანების ჟრიამული" - წერს ხატია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კობახიძემ დაადასტურა ISFED-ის წარმმადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და განმარტა, რომ მხოლოდ მეთოდოლოგიით დაინტერესების გამო გაიმართა აღნიშნული შეხვედრა, ხოლო მდინარაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია ISFED-ზე ზეწოლის შესახებ და ასევე გაიმეორა კობახიძის მიერ ნათქვამი, რომ შეხევდრა ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხელისუფლების წევრებს შორის მეთოდოლოგიით დაინტერესების მიზეზი მოხდა.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ISFED-ზე ზეწოლას ახდენს, რათა შედეგები "ოცნების" სასარგებლოდ შეცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






